თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, თბილისში არსებული უსახელო ქუჩებისთვის, სკვერებისა და ხიდებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულთა, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სტრუქტურების და თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული წვლილის მქონე პირების სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიაში წერილები შედის ომში დაღუპულთა ოჯახებიდან, კომისია კონსულტაციის ნაწილში ამ საკითხებზე ვეტერანების საქმეთა სამსახურთან მუდმივად თანამშრომლობს.
„მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, კონსულტაციის ნაწილში ვრთავთ ვეტერანთა სამსახურს, რომ მოგვაწოდონ უტყუარი ინფორმაცია კონკრეტული პირების და მათი დამსახურების შესახებ. ეს სამუშაო ჯგუფია, რომელთან შეხვედრებსაც კვარტალში ორჯერ მაინც ვმართავთ,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან რამდენიმეზე კონკრეტული დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კერძოდ, თბილისში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, ძმების ვახტანგ და ამირან კაპანაძეების სახელი მიენიჭება. თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდება აფხაზეთის ომის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ლევან მაჭავარიანის სახელი, წყნეთში კი ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთში წამებით მოკლული ნოდარ მათიაშვილის სახელი მიენიჭება. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა ასევე, რომ თბილისში გაჩნდება გენერალ-ლეიტენანტების რობერტ თავაძის და თამაზ დუმბაძის სახელობის ქუჩები.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, წარმოდგენილი საკითხები ჯერ კომისიურ ფორმატში განიხილება, შემდეგ კი საჯარო განხილვა გაიმართება.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023