თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა ავჭალის დასახლებაში, წყალსადენის ქუჩასთან მდებარე დაუმისამართებელი ტერიტორია დაათვალიერეს, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მისამართის არქონით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ.
„ჩვენ მოსახლეობამ მოგვმართა და ქუჩისთვის სახელის მინიჭება გვთხოვა. ვისაუბრეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ადგილზე შევისწავლეთ მდგომარეობა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უახლოეს დღეებში დაიწყებს გზათა ქსელის მომზადებას და ქუჩებს სახელებს მიანიჭებს. სახელდების შემდგომ მოხდება შენობა-ნაგებობების ნუმერაცია“, -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023