თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს მიერ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილება გააცნო.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე უზრუნველყოს როგორც მათი საჯაროდ გამოქვეყნება, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაცნობა და მათთან კონსულტაციების გამართვა.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“ შეტანილი ცვლილებები გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო გაამარტივებს და ამასთან, სახელდების პროცესის გამჭვირვალეობასა და მასში დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 22 საკითხი განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, კერძოდ, სამგორის, დიდუბის, ვაკის, ჩუღურეთის, მთაწმინდის, საბურთალოს, ასევე კრწანისის, გლდანის, ისნისა და ნაძალადევის რაიონებში არსებული უსახელო ქუჩებისა და სკვერებისთვის ახალი სახელების მინიჭებას გულისხმობდა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
დღესვე საკრებულოს წარმომადგენლებმა დედაქალაქში არსებული რამდენიმე უსახელო ქუჩისა და ჩიხის სახელდებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების საჯარო განხილვისთვის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას დაუჭირეს მხარი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად უშუალოდ განმცხადებლებიც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024