სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი, ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დიდ დიღომში, ე.წ. „საუნივერსიტეტო დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით დასახლებაში საერთო ჯამში 8 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნაწილსაც უმისამართობით გამოწვეული პრობლემები აწუხებს.
„ამ დასახლების მცხოვრებლებმა წერილობით მოგვმართეს და დამისამართება გვთხოვეს. საკითხის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ არსებობს სამართლებრივი ხასიათის პრობლემები, რომლებიც მშენებელი კომპანია შპს „სახლი დიღომში“-ს მოსაგვარებელია. დღეს შევხვდით მოსახლეობას, დავათვალიერეთ ტერიტორია, ადამიანებს დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრობლემები არსებობს და როგორ უნდა მოგვარდეს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ კომპანიასთან მოლაპარაკებებში და მერიის წარმომადგენლებთან ერთად აღმოვფხვრათ პრობლემა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ იმ რამდენიმე ათას ადამიანს, რომელიც მისამართს ელოდება, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოვუგვაროთ პრობლემები“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ საქმისწარმოების პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოხატა. მისი განცხადებით ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური საკითხი დამისამართებაა, რომელიც ერთობლივი მუშაობით უნდა მოგვარდეს.
შეხვედრას მშენებლობის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023