თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები სამგორის რაიონში გუმათჰესის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. დასახლებაში მცხოვრებლებმა უმისამართობის გამო გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მოსახლეობას პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებას დაპირდა.
„დღეს ჩვენ შეხვედრა გავმართეთ გუმათჰესის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები და რეკომენდაციები დამისამართებასთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთ თვეში მათ ექნებათ კონკრეტული მისამართი და მარტივად გამოიძახებენ სასწრაფო, საპატრულო, სამაშველო სამსახურებს, ტაქსებს, აიღებენ პირადობის მოწმობებს ზუსტი მისამართით, მარტივად მიიღებენ ფოსტას,“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელდების პროცესის დასრულების შემდეგ უმოკლეს ვადებში მოხდება შენობა-ნაგებობების სისტემური ნუმერაცია და განთავსდება სამისამართე აბრები.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024