დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „თბილისელები“ თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა, ამავე ფრაქციის წევრთან, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ლია ჯახველაძესთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სკოლის აღსაზრდელების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, თბილისის N 55-ე საჯარო სკოლის ორგანიზებით, ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა.
დეპუტატებმა ბავშვების მიერ დამზადებული ნივთები შეიძინეს და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული სკოლის მაგალითის შესაბამისად დედაქალაქის სხვა სკოლებიც იმოქმედებენ და მსგავსი ტიპის აქციებს თბილისის მასშტაბით მომავალშიც გამართავენ.
ღონისძიებაზე შესული თანხა მთლიანად "ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშთა" ფონდს გადაერიცხება, რომლის მიზანსაც ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა საახალწლო სურვილების შესრულება წარმოადგენს.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა დღეს12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება.