თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ქართველი იუნკერების სახელები მიენიჭა. გარდა ამისა, მთაწმინდის რაიონში, საქართველოს სახალხო არტისტის, კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას სახელობის ქუჩა გაჩნდა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ N72-136 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის ქვეპროგრამის „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების განხორციელების წესში”. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, ამჟამად დაფინანსებულ პრეპარატებს კიდევ ერთი დაემატა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში მდებარე უძრავი ქონების პრივატიზების საკითხებს, ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის №39-18 დადგენილებაში და განაშენიანების რეგულირების რამდენიმე გეგმაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.