თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
საკითხი კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ლომინაძემ წარადგინა.
მან, ანგარიშის წარდგენისას, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით მოქმედ მუნიციპალურ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა.