ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.
ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახაბერ ლაბუჩიძემ, ასევე თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კახა კახიშვილმა და ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა გადასცეს.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
„როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარს, თითოეულ მოსახლესთან მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ისანში მცხოვრები 66 ოჯახისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა. მაქსიმალურად ვეცდებით, რათა ანალოგიური პრობლემის წინაშე მყოფ ხალხს სამართლებრივი გზების დაცვით და მხარდაჭერით დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში ჯამურად 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული და ეს სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024