თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ლევან დარახველიძე სამგორის რაიონში ჭირნახულის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა მოქალაქეთა ინიციატივით გაიმართა. როგორც ქუჩის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, ჭირნახულის ქუჩა შედგება რამდენიმე ერთმანეთთან ქალაქგეგმარებითი კავშირის არმქონე მონაკვეთისგან, რაც ურბანიზაციის გათვალისწინებით სულ უფრო შეუძლებელს ხდის მისამართების მიგნებას.
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქუჩა რამდენიმე დამოუკიდებელ მონაკვეთად ჩამოყალიბდება და მოქალაქეთა ჩართულობით სახელწოდებების შერჩევა მოხდება.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024