თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული 35 ბიბლიოთეკის სახელდების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს. ბიბლიოთეკის ფილიალებს, ამ დროისათვის, მხოლოდ ნუმერაცია აქვთ მინიჭებული.
აღნიშნული საკითხი სახელდებისა და სიმბოლის კომისიამ ა(ა)იპ ,,ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ წინადადების საფუძველზე განიხილა.
კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ფილიალებისათვის ღვაწლმოსილი ადამიანების სახელების მინიჭება ბიბლიოთეკების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და მათ საკითხის ინიცირებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომას, რომელიც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ა(ა)იპ ,,ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ღონისძიებების სამსახურის სპეციალისტი სოფიო სიხარულიძე, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიბლიოთეკების სახელდების ინიცირების საკითხი თბილისის საკრებულოს ოფიაციალურ გვერდზე განთავსდება, რის შემდეგაც დაიწყება საკითხის საჯარო განხილვა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024