თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ჭელიძესთან ერთად, გიორგი სააკაძის ქუჩაზე სამისამართე აბრების დამონტაჟებას დაესწრო.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, აბრების მონტაჟის პროცესი დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს და ნაძალადევის შემდეგ სხვა რაიონის დამისამართება დაიწყება.
„დღეს ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე სამისამართე აბრების მონტაჟის პროცესს გავეცანი. ქუჩების დამისამართება თბილისის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონში კი პროცესი 27-მდე ქუჩაზე, ჩიხსა და შესახვევში მიმდინარეობს. ნაძალადევის შემდეგ სხვა რაიონის დამისამართებას დავიწყებთ. ჩვენ ვითვალისწინებთ მოქალაქეების თხოვნას, რადგან მისამართის აღმნიშვნელი აბრის არქონა ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ჩვენი მიზანია, რომ თბილისში არ დარჩეს არც ერთი ადგილი, რომელსაც არ ექნება მისამართი და აღმნიშვნელი აბრა“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024