თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, გლდანის რაიონში, კერძოდ ავჭალაში არსებულ სკვერს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის ბახვა გოგოლაძის სახელი მიენიჭა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვეტერანების სახელმწიფო ეროვნულ სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს და არაერთ სკოლას, სკვერსა და ქუჩას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების სახელები უკვე ეწოდა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქალაქს დარჩეს იმ ადამიანთა სახელები, ვინც თავი შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას.
,,ჩვენ ყოველთვის გულისხმიერად ვეკიდებით საკითხებს, რომელიც ეხება ჩვენი გმირების სახელობის გეოგრაფიული ობიექტების გაჩენას და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა დღეს არის ძალიან ბედნიერი, ვინაიდან სწორედ მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ ავჭალაში არსებულ ამ სკვერს ბახვა გოგოლაძის სახელი მინიჭებოდა,“- აღნიშნა დეპუტატმა.
ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახურის დირექტორმა ავთანდილ იმნაძემ თინათინ ნიბლოშვილს ამ წამოწყებისა და ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გლდანის რაიონში კობა კობალაძე, ბახვა გოგოლაძის ოჯახის სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
იანვარი 14,2025საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024