დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა გლდანის, კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატების ნინო გოგუაძის, ბექა ნაცვლიშვილისა და ირაკლი აბუსერიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
მაჟორიტარმა წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა კოლეგების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და თითოეულ მათგანს პროფესიული წარმატება უსურვეს.
ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებად ისნის რაიონში წარადგინა, ნინო გოგუაძე კი საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს.