თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემელაძესთან ერთად უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესი განიხილეს და ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების’’ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს N19-55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი.
საკითხის თაობაზე ინფორმაცია მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარმოადგინა.
დეპუტატებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების წესის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს და ასევე დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებისა და შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ კაპიტალში შენატანის განხორციელებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ’’, ასევე ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებულის თაობაზე’’ და ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
კერძოდ, სხდომაზე მხარი დაუჭირეს ”სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ ცვლილებებას, რომლის თანახმად, ელექტრომობილების მფლობელები წახალისების მიზნით უფასო პარკინგით ისარგებლებენ.
საკრებულოს სხდომაზე თანხმობა მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ, ასევე ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენას.
საკრებულოს წევრების მხარდაჭერით, პარკირების წესები მარტივდება შშმ პირებისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით, შშმ პირები სპეციალური საშვით ისარგებლებენ, რომლის გამოყენება მათ როგორც საკუთარი მანქანის პარკირების შემთხვევაში, ასევე სხვისი ავტომობილით მგზავრობის დროს შეეძლებათ.
დღესვე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული პროექტების შესახებ იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სატელეფონო კავშირით სარგებლობის ხარჯების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N280 განკარგულებაში ცვლილებას დაუჭირეს მხარი.
ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N279 განკარგულებაშიც.
დეპუტატების თანხმობით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის 2017 წელს შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის ხელშეკრულებით ასაყვანად წლიური სახელფასო ლიმიტი დაწესდა.
წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატელეფონო და საწვავის ხარჯები 189 240 ლარით მცირდება.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.