თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებს, მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მიაწოდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დიმიტრის ქუმსიშვილის, ხოლო მერის მოადგილის თანამდებობაზე კი ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურები დამტკიცდა.
დღესვე, დეპუტატებმა, თანხმობა მისცეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე პაატა ჯაჭვლიანის, ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი გურგენიძის დანიშვნას.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ, მერიის რამდენიმე სსიპ-ისთვის - "სსიპ - თბილისის საერთაშორისო საფესტივალო და "სსიპ - სასწრაფო სამედიდიცინო დახმარების ცენტრებისთვის, ასევე"სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და "სსიპ - ტექნოლოგიური განვითარების ფონდისთვის ელექტრონილი საქმისწარმოების დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.