თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 25 საკითხი განიხილეს.
წარმომადგელობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული და კულტურის საქალაქო სამსახურების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე თანხმობა მიეცა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით გაცემას ეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შესატანი ცვლილებაც განიხილეს და თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი, მრავალფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების განაშენიანების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი.
სხდომას რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, თბილისის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.