თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით განსახილვევლი საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარმოუდგინა.
სხდომამდე დღის წესრიგი დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს. საკრებულოს წევრებს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნატო ქიტიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებაშიც.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარმოადგინა და ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის შპს „ სინათლის ქალქის’’ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ რეორგანიზაციის, კერძოდ, შერწყმა-მიერთების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ლიკვიდაციის თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, თბილისის განვითარების ფონდისა და ,,თბილსერვისჯგუფის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.