თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მთაწმინდის რაიონში იაკობ ნიკოლაძის ქუჩის პირველ ჩიხს საზოგადო მოღვაწის კოტე მახარაძის და იმავე რაიონში, ლარსის ქუჩის შესახვევს კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის სახელები მიენიჭა.
საკითხი საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა.
ლია ჯახველაძის განცხადებით უსახელო ქუჩებისთვის რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის სახელების მინიჭებაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უკვე იმსჯელა და მას დადებითი რეკომენდაცია მისცა.