თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა და უფროსებმა გააცნეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს გელა ჩივიაშვილს, მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნესტან ადვაძესა და თბილისის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს.
შესაბამისი განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს.