თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში, №14-39 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს. საკითხი იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. როგორც იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ცვლილებები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან გამომდინარე, თანმდევ რეგულაციების ეხება.
საკრებულოს სხდომაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება მიიღეს, რომელიც დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრას ეხება. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს დადგენილება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნაძემ გააცნო.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
სხდომაზე თბილისის მთავრობასა და შპს „თბილისის პარკს“ შორის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებებს და დამატებებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების, უძრავი ქონების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები დაამტკიცეს. სხდომაზე რამდენიმე მისამართზე მდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტებს მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩის და სკვერის სახელდების საკითხები წარადგინა. საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანს ხილიანის სახელის მიენიჭება. ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო სკვერს აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ძმები წიკლაურების სახელი ეწოდება, ვაკის რაიონში, წყნეთში არსებულ უსახელო სკვერის ასევე აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მიხეილ ოძელაშვილის სახელი დაერქმევა. სამგორის რაიონის მდებარე ერთ-ერთ ქუჩას კი, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი მამის, აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ბადრი გზირიშვილის სახელი მიენიჭება.