თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თექვსმეტი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგის პირველი საკითხი, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა, დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ წარუდგინა.
ამის შემდეგ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნესტან ადვაძეს მოუსმინეს, რომელის მიერ წარმოდგენილი საკითხები განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებებს, კორექტირებული პროექტების და პირველადი პროექტების შეთანხმებებს ეხებოდა.
გარდა ამისა, სხდომაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს კარლო ლაფერაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგინა.