თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურიგეგმის განახლებასთან დაკავშირებით 6 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოებისანგარიში მოისმინეს.
პრეზენტაციის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გენერალური გეგმისმნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ 6 თვის განმავლობაში ყველა იმ ძირითადისაკითხის დეტალურად შესწავლა მოხდა, რაც შემდგომში სხვადასხვა მიმართულებებისკონკრეტული რეგულაციების მომზადებას შეუწყობს ხელს.
ანგარიში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავეჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველო“ წევრებმა წარმოადგინეს. მათი განცხადებით,წინასაპროექტო კვლევის შედეგად, ქალაქის მიმდინარე საჭიროებები გამოიკვეთა დაგეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისკონცეფციის დაზუსტების პროცესი დასრულდა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითიორგანოს დეპუტატებმა აღნიშნული პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს და ქალაქისგანვითარების მიმართულებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთანდაკავშირებული სამუშაოს დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმაგანაცხადა, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში ქალაქში არსებულმდგომარეობას , როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ფუნქციურიზონების მიმართულებებით ზუსტად ასახავს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს მიერმიღებული დროებითი რეგულაციების შესახებ ისაუბრა , რომელიც თბილისის ცენტრალურუბნებში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვას გულისხმობს დააღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, უბნებისმიხედვით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები განისაზღვრება, რაც კონკრეტულგაანგარიშებებზე იქნება დაფუძნებული.
დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვედრასმერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსიდიმიტრი მოსულიშვილი, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები ესწრებოდნენ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიისარქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი„მომავლის ქალაქი“ მუშაობს.
საკონკურსო პირობების მიხედვით, განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადა2017 წლის 17 აპრილია.