თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრები ქალთა საფეხბურთო გუნდს „თბილისის თბილისი“ შეხვდნენ.
სპორტსმენების მიღება თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა.
ქალ ფეხბურთელებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე მიესალმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, წარმატებები უსურვა და საჩუქრად
საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები გადასცა.
შეხვედრის დასასრულს, ქალ ფეხბურთელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს, რის შემდეგაც სპორტსმენებმა საკრებულოს პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა
თებერვალი 28,2025მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 18,2025საკრებულოში თბილისის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თებერვალი 04,2025