თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. განხილვას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ქუჩებისთვის გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, ექიმებისა და მაშველების სახელების მინიჭების საკითხები. როგორც ლევან აბაშიძემ განაცხადა, კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების შერჩევის მიმართულებით აქტიურად იმუშავა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თბილისის რამდენიმე რაიონში 2022 წელს, გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავების ზაზა ლორიას, დიმიტრი ქააძის, ლევან ჩოხელის, ანდრო ქუჯოშვილის, ექიმების გიორგი ვენეცკის, ქეთევან გულაღაშვილის, მაშველების გიორგი მარგიანის და კახა ტორჩინავას სახელობის ქუჩების და სკვერების სახელდების საკითხებს.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აფხაზეთში ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მანანა თოლორდავას და ვენერა გაბუნიას და აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტის გულიკო გოდოლაძის ქუჩების სახელდების საკითხებს. საკითხების განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა.
აღნიშნული საკითხების გარდა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს უფლებადამცველის ირაკლი ქემოკლიძის ქუჩის სახელდებას. ირაკლი ქემოკლიძის უშუალო მონაწილეობით და დამსახურებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამოქალაქო უფლებები მიენიჭათ, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ირაკლი ქემოკლიძე სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვეს.
მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩას, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ შესახვევს პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭება. გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელი, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩის I შესახვევს,მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ შესახვევს მსახიობის გიორგი გაბელაშვილის სახელი მიენიჭება. დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხები.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024