თბილისის საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე და ანა კაკაბაძე საკრებულოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრებმა სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - მუშაობაზე, საკრებულოს კომისიების და მაჟორიტარების საქმიანობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სტუდენტებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე ანა კაკაბაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეს აუტისტური სპექტრის მქონე პირთა პროგრამაზე, რადგან 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს განათლების საკითხები, მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მულტიფუნქციური ცენტრები.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებმა და სტუდენტებზე მომავალ თანამშრომლობაზე და წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში, კომისიების სხდომების მუშაობასა და ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.