თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ვაკის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 42 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა. კერძოდ, 15 ლიფტი უკვე განახლდა, ხოლო 27-ის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
„ვაკის რაიონში, აბაშიძის N 41-ში, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იგი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე ხორციელდება. ამ პროგრამის მიზანია, კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ