ვაკის რაიონს მორიგი რეკრეაციული სივრცე შეემატა. აბაშიძის ქუჩაზე, N31 ნომერში მდებარე ახლად რეაბილიტირებული სკვერი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე რეკრეაციული სივრცე 1000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული, ასევე საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნესზონა. მისივე განცხადებით, სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
„დედაქალაქის მასშტაბით რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია არ ჩერდება. ამჯერად, ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მორიგი დასასვენებელი სივრცე აბაშიძის ქუჩაზე მოეწყო. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ტერიტორიაზე 100 ძირი ხე-მცენარე და ბალახი დაირგო. მოგეხსენებათ, რეკრეაციული სივრცეების განახლება-მოწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით დედაქალაქში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024