სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
„თბილისობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა. დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი. მერაბ კილაძე - ექიმი, ქირურგი. გიორგი ჭუმბურიძე - ექიმი, ქირურგი; ორთოპედ-ტრავმატოლოგი. დიმიტრი ბეზარაშვილი - ექიმი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი. გიზო გაბესკირია - რეჟისორი. გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი. ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი. ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გელა ფარჩუკიძე - დირიჟორი, მაესტრო და პედაგოგი. თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი. მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი. გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი-პუბლიცისტი. კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი. ოლესია თავაძე - მხატვარი. გოგი მარგველაშვილი -რეჟისორი, პროფესორი. თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი. ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი. ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი. გურამ კალანდაძე (ტურკეცა) - გეოლოგი. ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი,მწერალი. გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი. ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. ვილი სანიოლი - ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.