თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილესთან ქაზიმ ქართალთან და საელჩოს მეორე მდივანთან გალენა ქართალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქვეყნებსა და დედაქალაქებს შორის მეგობრობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო თურქეთის საელჩოსთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და მომავალში ამ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
თურქეთის ელჩის მოადგილემ ნინო ვარდოსანიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ქაზიმ ქართალმა განაცხადა, რომ საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო კავშირი და მეგობრული ურთიერთობა არაერთი ერთობლივი პროექტით გამოიხატება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და თურქეთის ელჩის მოადგილემ სამუშაო ფორმატში რამდენიმე ინიციატივა განიხილეს და მომავალი შეხვედრები დაგეგმეს.
თბილისში რამდენიმე ქუჩას გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა სახელები მიენიჭება
ივლისი 22,2024თბილისის დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევმა კომისიამ ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ივლისი 11,2024თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ივლისი 10,2024