თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ცირა შალოშვილმა გააცნო.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, წესის თანახმად, მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შეიძლება პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ. წარმოდგენილი პროექტით კი დაემატება პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელზე ადრე მისი მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვის საგამონაკლისო შემთხვევა, კერძოდ, თუ საზოგადო მოღვაწეს მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
„წარმოდგენილი ცვლილების მიზანია თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესით მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შესაძლებელი გახდეს მათი გარდაცვალებისთანავე, რაც განპირობებულია თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მნიშვნელობით, რადგან ეს წოდება ენიჭებათ მათ თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 22,2024ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა
ოქტომბერი 22,2024საკრებულოში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ოქტომბერი 21,2024