თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. როგორ მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 1 490,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 009 879,6 ათას ლარს.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N 35-99 დადგენილებაში ცვლილები, ასევე საკრებულოს 2021 წლის 2 ივლისის N84-64 დადგენილებაში ცვლილები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ცირა შალოშვილმა გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას ორი საკითხი წარუდგინა: „თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება და „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დაფუძნებაზე პროექტი.
კომისიის წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ დაფუძნებისა და დებულების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები განიხილეს. დებულებაში ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით სააგენტოს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე. სხდომაზე იმსჯელეს ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილებით დამტკიცებულის წესის მე-3 მუხლიდან ხდება 31 პუნქტის ამოღება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შპს „თბილისი ენერჯი“, სს „თელასი“ და ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები თავისუფლდებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული საფასურის გადახდისგან.
შპს“თბილსერვის ჯგუფმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს შორის, „თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის“ პროექტთან დაკავშირებით, ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს. განიხილეს ასევე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს/ნ 206267494) შორის, „თბილისის ნარჩენების გადამუშავების“ პროექტთან დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” ქალაქ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომისიის წევრებს საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები, ასევე რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს რეკომენდაციების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილეს
სექტემბერი 12,2024