თბილისის საკრებულო ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პოეტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, გივი შაჰნაზარი, რომელმაც მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა, დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. გივი შაჰნაზარმა მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა. მან ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების ლექსები, ასევე გახლდათ აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი. გივი შაჰნაზარი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე. ბატონი გივი დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას. ვუსამძიმრებ გივი შაჰნაზარის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს წევრებმა ,,საქართველოს სტუდენტური ასოციაციის“ პროექტის „მომავალ ლიდერთა აკადემიის“ ახლგაზრდა წევრებს უმასპინძლეს
სექტემბერი 27,2024გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
სექტემბერი 27,2024თბილისის საკრებულოში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სექტემბერი 26,2024