3 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, თემურ ფიფიას ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ზაზა ლორიას სახელის მინიჭების შესახებ;
2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რომანოზ ხომლელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის სახელის მინიჭების შესახებ;
3. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი აბაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ლევან ჩოხელის სახელის მინიჭების შესახებ;
4. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
5. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის შესახვევისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის გიორგი ვენეცკის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
6. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის II ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ექიმის ქეთევან გულაღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისთვის, გიორგი მარგიანის ქუჩის და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
8. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის კახა ტორჩინავას სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
10. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩის მონაკვეთისთვის უფლებადამცველ ირაკლი ქემოკლიძის სახელის მინიჭების შესახებ;
11. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მანანა თოლორდავას სახელის მინიჭების შესახებ;
12. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ვენერა გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ;
13. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, ვაგზლის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტის გულიკო გოდოლაძის სახელის მინიჭების შესახებ;
14. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის II ხევისთვის, დოლაბაურის III ხევისთვის, ერთი ჩიხისთვის და ერთი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თამაზ ნინოშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
15. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭების შესახებ;
16. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიოში, ავთო ვარაზის ქუჩის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის მსახიობის გიორგი გაბელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;
17. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გიორგი გაგილაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის გიორგი გაგილაძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
18. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
19. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
20. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლადო კოტეტიშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
21. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
22. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის დასახლებაში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
23. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, კედარის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის კედარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
24. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თეიმურაზ I-ის ქუჩის გაგრძელების შესახებ;
25. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მანანა ზედგინიძის ქუჩასთან არსებული ექვსი უსახელო შესახვევისთვის მანანა ზედგინიძის სახელის მინიჭების შესახებ;
26. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, აფხაზეთის ქუჩის II ჩიხის გაგრძელების და აფხაზეთის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის აფხაზეთის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
27. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, დაბაკნეთის ქუჩის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო გასასვლელისთვის დაბაკნეთის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ;
28. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სოფელ დიდებას მიმდებარე ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
29. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ნუშის ბაღების I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ;
30. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ელისო ჭიპაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ელისო ჭიპაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.