თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს და მოსახლეობას ფერხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. განცხადებების შემდეგ საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ლევან ჟორჟოლიანს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს წევრი არჩილ გორდულაძე დაამტკიცეს.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გააცნო.
თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N35-100 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესსა“ და „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“. კერძოდ, ცვლილებით, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამაში, ზუსტდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით მოსარგებლეთა ასაკობრივი კატეგორიები და დამატებით V დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარების მეთოდი ინერგება.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, მოქმედების ვადის, ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ წარმოადგინა ინფორმაცია.
საკრებულოს წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „არეა დეველოპმენტს“ გაფორმებული თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „არეა დეველოპმენტის“ გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და შპს „სასკოს“ შორის გაფორმებულ „უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში“ ცვლილებისა და დამატებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის, 2015 წლის 7 ივლისს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის ცვლილების საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ნექსუსს შორის გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელა და ამასთანავე, კომისიის წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ პირობებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების შეთანხმების საკითხები განიხილეს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების გასატარებელ ღონისძიებებს მხარი დაუჭირეს,
საკრებულოს წევრებმა ზონალური ცვლილებები და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღება დაასახელა. დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების საკითხებსა და პროცედურებს არეგულირებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.
საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაზე „არა ქალზე ძალადობას“, რომელსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს მიერ გასულ წელს დაწყებული საინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო.