თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ წარმოადგინა სპექტაკლი - ნოდარ დუმბაძის „Hellados". სპექტაკლს გლდანის რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
როგორც გლდანი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
„წარმოდგენა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო, რაც განსაკუთრებული გახადა შშმ და პროფესიონალი მსახიობების ერთობლივმა მიზანმა, რომელიც ანგრევს ბარიერებს და შლის სტერეოტიპებს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
კონსტანტინე ზარნაძის თქმით, მსგავსი სახის სოციალურ აქციებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის კვლავ გაგრძელდება.
გიორგი ტყემალაძე: „ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“
სექტემბერი 09,2024გიორგი ტყემალაძე „წყნეთობა 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სექტემბერი 08,2024გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024