თბილისის საკრებულოში ღონისძიება ჩატარდა, რომელზეც საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და USAIDის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია შედგა.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, აღნიშნული გზამკვლევი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის მომზადდა.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მიმართა.
თინათინ ნიბლოშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი გზამკვლევი ყოველდღიური სახელმძღვანელო უნდა იყოს თვითმმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის.
,,ყველა ვთანხმდებით, რომ არ არსებობს წარმატებული სახელმწიფო თვითმმართველობის გარეშე. სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება სწორედ აღნიშნული უწყებებიდან იწყება. მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ცალკე, განყენებულად მდგომი ინსტიტუტი. ის თავისთავად ხალხთან ერთად მმართველობას გულისხმობს. მე დარწმუნებული ვარ, აღნიშნული გზამკვლევი ჩვენს საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარება,’’-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებას სფეროს ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საზოგადოებისთვის ასევე გზამკვლევის ბეჭდური ვერსია იყო წარმოდგენილი.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024