ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე -2კვარტლის მე-14 კორპუსის მიმდებარე სკვერში იეზიდური ფოლკლორული კონცერტი და სახვითი და ფოტოხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
პროექტი, რომლის დირექტორი ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის თავმჯდომარე ლილი საფაროვაა, ა(ა)იპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის მიერ (Women's Rights Community Initiative of Georgia), ასევე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტში მონაწილეობა ისნის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და ფრაქციის ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე, ასევე საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დედაქალაქის მერიისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.