თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედანთან მდებარე უსახელო სკვერს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭება. ასევე საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში პეტრე იბერის შესახვევი გაგრძელდება, სოფელ დიღომში კი დავით ბატონიშვილის ქუჩის გაგრძელებას და ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს დავით ბატონიშვილის I და II შესახვევის სახელი მიენიჭება.
კომისიის სხდომაზე, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების და გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 09,2024ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის, სახელობის ქუჩა გაიხსნა
აგვისტო 08,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ხევძმარის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა
ივლისი 31,2024