დღეს ვაკის, საბურთალოს, ისნის, მთაწმინდის, კრწანისის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 33 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ავთანდილ ცინცაძე და ლევან ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და შესაბამისი რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, შეხვედრაზე აღნიშნა, დედაქალაქის პრიორიტეტები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.
„თბილისის მერის ინიციატივით გრძელდება მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცემათ ფართები. დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 33 ოჯახს ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით 2017 წლიდან წლობით დაუკანონებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა დაიწყო და პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამ პრობლემების მქონე ყველა ოჯახი არ დაკმაყოფილდება.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024