თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნაძემ სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოადგინა ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ კი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო.
სსიპ - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინფორმაცია ვასილ აბულაძემ წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს მოუსმინეს.
ლევან აბაშიძემ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ კვერნაძემ დედაქალაქის მთავრობასა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის გაფორმებულ „შპს „სპორტის სასახლის“ ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის თხოვების სახით გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ლოჯიკ გრუპის“) მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „თაბორი რიზორთსს“ შორის 2016 წლის 13 მაისს გაფორმებულ პირობებით გამოცხადებული აუქციონის Nე-308-26-19647 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
მანვე თბილისის მთავრობის სახელით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ინვესტ მშენ 1“-შორის გაფორმებული „ქ. თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო რაიონში, 6002 კვ. მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ,,ქალაქ თბილისში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N10ა-ში, კორპუს N2-ში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ისაუბრა.
კომისიის წევრებმა ასევე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „არომას“ შორის 2022 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული თბილისში, დიდი დიღმის დასახლება, III და IV მიკრორაიონებს შორის საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 19000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული შპს „არომასთვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „არომას“ გათავისუფლების თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
მარიამ კვერნაძემ თბილისის მთავრობის სახელით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ას ჯორჯიას“ შორის გაფორმებულ „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე შეთანხმების მოწონებისა და შპს „ას ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ ისაუბრა.
მანვე სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კონსალტინგ გრუპს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „სითი ბოქსის“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სითი ბოქსს“ შორის 2018 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული „უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „სითი ბოქსის“) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.
ამასთანავე, დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ კი თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ კალაძის კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომის დასასრულს, თბილისის მერიის საფინანასო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
დეკემბერი 24,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
დეკემბერი 20,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხი განიხილეს
დეკემბერი 18,2024