თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც საფონანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 983 178,0 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 219 823,3 ათასი ლარით, ხოლო 2025 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 826 308,6 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 156 869,4 ათასი ლარით. ლევან მიქავას განცხადებით, ცვლილება გამოწვეულია საკუთარი შემოსულობების დაზუსტების, საქართველოს პარლამენტში „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის" მესამე წარდგენის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიმდინარე წლის 3 დეკემბერს მიღებული წერილის გათვალისწინებით, რომლის თანახმად გადასახადების ჯამური მოცულობა იზრდება 81 693,2 ათასი ლარით, თბილისის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით გამოეყოფა 80 000,0 ათასი ლარი, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში მისაღები შემოსავლები მცირდება - 4 823,8 ათასი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე საკითხი წარადგინა. ნინო ბაგაშვილმა საკრებულოს წევრებს გააცნო „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე" თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილები. მანვე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების პროექტი წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის რამდენიმე კომპანიის მიმართ დამატებითი/დაზუსტებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხების შეთანხმების და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
დეკემბერი 24,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხი განიხილეს
დეკემბერი 18,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
დეკემბერი 02,2024