საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოსულ სტუმრებს, ქალაქ სამსუნის დელეგაციას, უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსუნის საქალაქო მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზეკერია ოზკანი, სამსუნის საკრებულოს წევრი უსტაფა ბოიაჩი, ასევე ტურიზმის მენეჯერი მუსტაფა იავუზი და „მედიკანა ჯანდაცვის ჯგუფის“ საქართველოს პარტნიორი მეჰმეთ ფათი თურანი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობაზე, ასევე საკრებულოს ფუნქციებისა და თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
ზურაბ ჩიკვილაძემ სტუმრებს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და იმ მუნიციპალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც თბილისის მერია ახორციელებს.
შეხვედრის დასასრულს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ ჩიკვილაძემ სამსუნის დელეგაციასთან ერთად თბილისის მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან გამართა შეხვედრა.