თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა განიხილეს სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კობა მირზაშვილის სახელის მინიჭების საკითხი. მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის II შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ორ ჩიხს იუნკერ ლევან კანდელაკის სახელი მიენიჭება. კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ასევე კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში აფხაზეთის ქუჩის გაგრძელების საკითხს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე შესახვევის და ჩიხის გაგრძელების საკითხები.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 24,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
აგვისტო 09,2024