საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების პრობლემების შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ ბრიფინგი გამართა. დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი ონკოპაციენტების პრობლემების მოგვარება იყო, თუმცა მისივე თქმით, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
„გვითხრეს, რომ საქართველოში ონკოპაციენტების პრობლემები გადაიჭრა, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. არსებობს ხარვეზები, რომლებიც მთავრობის კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსწორებადია. შემოიტანეს წამლები, რომლებიც ხარისხიანია, მაგრამ პაციენტს ის წამალი უნდა მისცე, რომელიც მას სჭირდება. აქ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და უმოქმედობა არ შეიძლება“- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.