თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება ბავშვობის ასაკიდან იწყება, ამიტომ სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემის გამართული მუშაობა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
ბაგა-ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.
ზურაბ აბაშიძე და გურამ ოქროპირიძე მთაწმინდის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ
ოქტომბერი 11,2024კახა ლაბუჩიძემ ახლად გახსნილი N30 საბავშვო ბაღი დაათვალიერა
ოქტომბერი 08,2024გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაკის რაიონში, ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკი დაათვალიერა
სექტემბერი 29,2024