თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინდაოში იმყოფებოდნენ.
გიორგი ახვლედიანი ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ცინდაოს მერის მოადგილეს ქალბატონ ზანგ ჰუის, ასევე ქალაქის ცენტრალური მუნიციპალური კლინიკის დირექტორს იუი ტენგბორდს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს როგორც ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე, ასევე სტუდენტების გაცვლით საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ქალაქ ცინდაოს მერიის მუშაობის სპეციფიკას დეტალურად გაეცნენ და თავის მხრივ, მასპინძლებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და უფლებამოსილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
ქართული დელეგაცია ქალაქ ცინდაოს ,,Hisense’’ მთავარ ოფისსაც ესტუმრა.
როგორც მასპინძლებმა განმარტეს, ელექტრონიკის სფეროში ,,Hisense’’ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩინური კომპანიაა.
ვიზიტის დასასრულს, მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, მეგობრობა დღემდე გრძელდება და ახლა ის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში კიდევ უფრო განვითარდება.
თბილისში რამდენიმე ქუჩას გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა სახელები მიენიჭება
ივლისი 22,2024გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება
ივლისი 19,2024თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ოლიმპიელ სპორტსმენთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
ივლისი 16,2024