თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე და ავთანდილ ცინცაძე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ოლიმპიელ სპორტსმენთა ფიცის დადების და პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიას დაეწრნენ. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ - ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ძალოსნობა, ძიუდო, კრივი, ბატუტზე ხტომა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მძლეოსნობა, ცურვა.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები.
პარიზში, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
სექტემბერი 03,2024საკრებულოში „wise გოგონათა ბანაკის პროგრამის - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 03,2024გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აგვისტო 30,2024