N27 საბავშვო ბაღში, აღსაზრდელების მონაწილეობით, მუსიკის პედაგოგის, დამსახურებული საბავშვო კომპოზიტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, მეია მეგრელიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო. გიორგი ტყემალაძემ მეია მეგრელიშვილს იუბილე მიულოცა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მეია მეგრელიშვილი არის 4 მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი. მეია მეგრელიშვილს მუნიციპალიტეტში მუშაობის 65 წლიანი გამოცდილება აქვს.
N27 საბავშვო ბაღში გამართულ ღონისძიებაზე, ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა მეია მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.