თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მშენებარე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას გასცემენ. გიორგი შარაშიძის თქმით, აღნიშნული სამშენებლო ნებართვის გაცემით, ჭავჭავაძის გამზირზე როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება“ მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ შემომწირველებს უკანონო საქმიანობა დაუკანონოს. დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისელებს კიდევ უფრო გაურთულდებათ ცხოვრება, რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი კი კიდევ უფრო გამდიდრდება. მივმართავთ თბილისის საკრებულოს, დაუბრუნდეს ჩვენი ინიციატივის განხილვას პოლიტიკური კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ვხედავთ სხვა, უფრო ეფექტურ მექანიზმს, რაც თბილისის ორმილიარდიან ბიუჯეტს და სამშენებლო ბიზნესის არაფორმალურ ლობიზმს კორუფციული რისკებისგან დააზღვევს“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს
იანვარი 23,2024